დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

21 იანვარი, 2026

მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ოთხმეზურმა, რომელმაც ცენტრის კოლექტივის სახელით მიულოცა აკადემიკოს მზექალა შანიძეს საიუბილეო თარიღი.

კონფერენციის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიკოს მზექალა შანიძის პირადი ნივთები, ფოტოები და მისი მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ⓕ https://www.facebook.com/photo/?fbid=1301264158703384&set=pcb.1301265828703217